ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ქალაქ ონში აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

27.05.2025წ

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ქალაქ ონში აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი გულისხმობს ქალაქის ცენტრში არსებული აგრარული ბაზრის ორსართულიანი შენობის კეთილმოწყობას ყველა საჭირო კომუნიკაციით, ღია და დახურული სავაჭრო ფართებით, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობებით, სამაცივრე და სასაწყობე ოთახების, ლიფტების (შშმ პირთა და სატვირთო) გათვალისწინებით, ეზოს კეთილმოწყობას ბეტონის ბილიკებით და შენობის აღჭურვას დახლებით.
დასრულებული შენობა შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
სამუშაოების ღირებულება 3 201 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივლისში იგეგმება

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა