ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ონში საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

21.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, ონში საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
სამუშაოები ვახტანგ VI-ის ქუჩაზე დეკორატიული ღობეების, განათებების, გამწვანების და საფეხმავლო ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტი, რომლის ღირებულება 918 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულება 2025 წლის სექტემბერში იგეგმება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა