ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები სახალხო დამცველის წარმომადგენელს გვანცა შაუთიძეს შეხვდნენ

02.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები სახალხო დამცველის წარმომადგენელს გვანცა შაუთიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
მუნიციპალიტეტის მერმა გვანცა შაუთიძეს ამბროლაურში რეგიონული ოფისის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სერგი ხიდეშელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო გაფართოებას

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა