ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჭიდაო სკოლის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა შედგა

30.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჭიდაო სკოლის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა შედგა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან, პირველ მოადგილე, პაატა მაისურაძესთან, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილთან და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ონში – ირმა ჩიხრაძესთან ერთად ააიპ ონის საჭიდაო სკოლის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ‘’ქართული ჭიდაობის’’ პოპულარიზაციასთან დაკავშირებით და ამ მხრივ გასატარებელ ღონისძიებებზე.
ქართული ჭიდაობა ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც შეტანილია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპორტული ტრადიციის შენარჩუნების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, სპორტის აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, იგეგმება ადგილობრივი მინი ჩემპიონატების მოწყობა ‘’ქართული ჭიდაობის’’მიმართულებით.
აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდა სპორტსმენების მოზიდვა და მათთვის ხარისხიანი საწვრთნელი გარემოს შექმნა.

Related posts

განცხადება სოფელ მრავალძლის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ცვლილების შესახებ

ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ახალგაზრდული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა