ონის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო წევრების მიღებას იწყებს

by magda

16.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო წევრების მიღებას იწყებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, რომელსაც ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი-სერგი ხიდეშელი, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში- ირმა ჩიხრაძე.
შეხვედრაზე ახალგაზრდები გაეცნენ საბჭოს საქმიანობას და განხორციელებულ აქტივობებს.
მერის მრჩეველმა თამარ ხომასურიძემ ისაუბრა საბჭოს დანიშნულებასა და მიზანზე, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების შეთავაზება, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ- ქრისტინა კობახიძემ ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა მუნიციპალიტეტის და რეგიონის ყველა საინტერესო და საჭირო ინიციატივების განხორციელების საკითხში.
შეგახსენებთ, რომ მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შექმნილია 2020 წლის დეკემბერში და არანაკლებ 10 წევრისგან შედგება.
ახალგაზრდული საბჭოს წევრი შეიძლება იყოს 14-29 წლის ახალგაზრდა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და მცხოვრები ონის მუნიციპალიტეტში.
ასევე, ახალგაზრდული საბჭოს ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 14-29 წლის ახალგაზრდა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ონის მუნიციპალიტეტში.
საბჭოს წევრობის მსურველებმა 25 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ონლაინ ან მერიაში წარმოადგინონ ნაბეჭდი სახით.
სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შეირჩევიან საბჭოს წევრი ახალგაზრდები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content