ონის მუნიციპალიტეტის მერიამ „საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის“ კონკურსში გაიმარჯვა

21.03.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიამ „საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის“ კონკურსში გაიმარჯვა!
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციაზე, ონის მუნიციპალიტეტის მერია ნომინაციაში – „სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები“ გამარჯვებული გახდა.
გარდა ამისა, სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა ონის მუნიციპალიტეტის მერს, სერგი ხიდეშელს, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმატებული პროექტებისთვის დაჯილდოვდა.
ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი და ათეა-ს პრეზიდენტი კახა კალაძე, რომელმაც კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში 2022 წლიდან მონაწილეობს და ყოველ წელს სხვადასხვა ნომინაციაში იმარჯვებს!
წელს 11 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დაჯილდოვდნენ. ასევე, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადების მომზადებაში.
მათ შორის სპეციალური პრიზები გადაეცათ:
მანანა ჩაგელიშვილს – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს;
თამარ ხომასურიძეს – ონის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველს.
კონფერენციის ფარგლებში, ათეა-სა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.