ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, ქართულ დელეგაციასთან ერთად იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იმყოფება

29.01.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, ქართულ დელეგაციასთან ერთად იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იმყოფება. ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს ელჩი იაპონიაში, ბატონი თეიმურაზ ლეჟავა. ვიზიტი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, კულტურულ და კულინარიულ კავშირებს და ხორციელდება კომპანია Matsuya Foods Holdings-ის ინიციატივითა და დაფინანსებით.
Matsuya Foods Holdings 2020 წლიდან აწარმოებს რაჭულ ტრადიციულ კერძს, “შქმერულს”. აღნიშნული კერძის მიმართ დიდი მოთხოვნაა იაპონიის ბაზარზე, ხოლო კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღიური გაყიდვების რაოდენობა 65 000 ერთეულს აღწევს, ამასთანავე კომპანიაში დასაქმებულია 45 000-მდე ადამიანი.
ვიზიტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავებასა და თანამშრომლობის გამყარებას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.