ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ღების საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგიურ კოლექტივს შეხვდა

24.01.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ღების საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგიურ კოლექტივს შეხვდა.
პედაგოგებთან შეხვედრა მერმა სასიამოვნო სიახლით დაიწყო და განაცხადა, მაღალმთიანი სოფლების საჭიროების გათვალისწინებით და მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, 2025 წლიდან მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეძლებენ კვირის მანძილზე სამჯერადად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით, ახალგაზრდები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეძლებენ მუნიციპალიტეტის ცენტრში სპორტულ და სახელოვნებო სკოლებში სიარულს.
სერგი ხიდეშელმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელიც მაღალმთიანი სოფლის სასკოლო ცხოვრების პროცესებისთვის, ასევე მოზარდი თაობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობასა და როლზე , რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის მხარს დაუჭერს მომავალი თაობის შესაძლებლობების განვითარებას, რადგან ახალგაზრდების ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
“მაღალმთიან სოფლების საჭიროებებს, მოსახლეობის მიერ დასახულ პრიორიტეტებს, საინტერესო ინიციატივებს ყოველთვის ექნება ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა,“-განაცხადა შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ვასო მეტრეველი გარდაიცვალა

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა