ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში – მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

06.11.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში – მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
მშობლიურ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები სიყვარულით შეხვდნენ საამაყო სპორტსმენს.
სპორტული დღესასწაული, სიმბოლურად ახალ საჭიდაო დარბაზში გაიმართა, სადაც ასევე მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა “რაჭა” და ცეკვის ანსამბლმა “ორბა”. შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მსოფლიო ვიცე-ჩემპიონისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი- სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილი.
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს სახელოვან ქართველ სპორტსმენს ვიცე-ჩემპიონის ტიტული, ასევე მადლობის სიგელებთან ერთად სპორტსმენს ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის-გოჩა ენუქიძის ინიციატივითა და სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიო პირველობა გაიმართა, სადაც ონელმა მირიან მაისურაძემ (92კგ) ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ დეტალურად იქნა განხილული რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და პრობლემური საკითხები