ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

25.09.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
ლევან შერაზადიშვილმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის და პრობლემების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული აქტუალური საკითხები: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მდგომარეობა, თბობის სეზონისთვის მზადების პროცესი, წყალმომარაგების პრობლემა, ტყეკაფში მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი, ასევე სოციალური თემატიკა.
მერის მოადგილის განცხადებით, ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად იზრუნოს თავის თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და დროულ რეაგირებაზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ააიპ ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა შენახვის ცენტრის ხელმძღვანელი- ფრიდონ ორდინიძე, შპს ონის სერვის ჯფუფის დირექტორი – ნიკოლოზ მაისურაძე და ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის
დირექტორი – ალექსანდრე გამყრელიძე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა