ონის მუნიციპალიტეტის მერია „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (CoMEast) ფარგლებში, ევროპის მდგრადი ენერგიის კვირეულს (EUSEW 2024) შეუერთდა

19.06.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ (CoMEast) ფარგლებში, ევროპის მდგრადი ენერგიის კვირეულს (EUSEW 2024) შეუერთდა.
როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტი, მდგრადი ენერგეტიკის დღე წელს, მესამედ აღინიშნა.
მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, ააიპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის და სსიპ შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე. ააიპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში მოეწყო თემატური გამოფენა, ხოლო შეუბნის საჯარო სკოლაში , წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: “ მდგრადი განვითარება , გარემოსდაცვითი განათლება სკოლაში, ენერგოეფექტურობა. ენერგორესურსების მდგრად ეფექტურ გამოყენებაზე და ენერგორესურსების არაგონივრული მოხმარების შედეგებზე.
შეუბნის საჯარო სკოლის V-IX კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო ფილმის “ დაზოგე ელექტროენერგია “ ჩვენება.
ღონისძიების დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევარი – ენერგოეფექტური სახლის მაკეტი, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ საჩუქრად ენერგოეფექტური სანათები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის მდგრადი ენერგიის კვირეული მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტის – ონის მერიისა და მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, 2009 წლიდან აღინიშნება და კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის პოპულარიზაციას ემსახურება.
კვირეულის გარდა, ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილი მერების შეთანხმების”პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს