მიმდინარე წლის 19 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

19/01/2024

მიმდინარე წლის 19 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის N4 განკარგულების ცვლილების შესახებ.
3. ,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ.
4. ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ინფორმაცია 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

Related posts

მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილთან ერთად, სოფელ ჟაშქვაში მისასვლელი გზის რეაბლიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.