ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე – ნათია იორდანიშვილს, ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსს – ირაკლი სისვაძეს და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა

27.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე – ნათია იორდანიშვილს, ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსს – ირაკლი სისვაძეს და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა განიხილეს ტყის ინვენტარიზაციასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში ჯამში 57417 ჰა ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვიდან დაიწყება და დასრულდება ნოემბრის თვეში იგეგმება, ხოლო აღრიცხვის მასალების საფუძველზე ტყის მართვის ათწლიანი გეგმა მომზადდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის სანიტარიული ჭრები და ტყის აღდგენის ღონისძიებები.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის, სახელმწიფო და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო