ონის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა პროექტის „გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერება საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში, განსაკუთრებული აქცენტით ადმინისტრაციული გამყოფი საზღვრის მიმდებარე თემებზე” ფარგლებში

15.04.2024წ

ონის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა პროექტის „გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერება საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში, განსაკუთრებული აქცენტით ადმინისტრაციული გამყოფი საზღვრის მიმდებარე თემებზე” ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბიბლიოთეკების რემონტი, აღჭურვა და ტრენინგების ჩატარება ონში, გლოლისა და ღარის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრაზე მოხდა პროექტის განხილვა და მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა.
გაცნობებთ, რომ პროექტის განსახორციელებლად ონის მუნიციპალიტეტის მერიამ დაფინანსება მოიპოვა ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის -გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში- ირმა ჩიხრაძე

Related posts

#ონელობა2026

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება

ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე