126
02.04.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, ონის მუნიციპალიტეტის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელ ლევან ტყეშელაშვილთან ერთად, სოფელ გლოლის და ჭიორის მოსახლეობას შეხვდა და ტყეკაფის გამოყოფის, ასევე მთის სოფლებში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ლევან შერაზადიშვილმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
ონის მუნიციპალიტეტის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას დაპირდა რომ , მაქსიმალურად დაეხმარება მათ ტყეკაფების რესურსის ათვისებაში.
მოსახლეობის მხრიდან ასევე საკითხი შეეხო სოფლებში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რომლის მოგვარებაც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.