11
11.03.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში – ვესელინ ვალკანოვმა, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა დამხმარე სივრცეების განვითარებას და შექმნას არსებული ბიბლიოთეკების გარემონტების და აღჭურვის გზით, ქ.ონში და სამ ადმინისტრაციულ ერთეულში, გლოლაში, ნაკიეთსა და ღარში.
გრანტის მოცულობა დაახლოებით 81,000 ლარია, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა 10 თვე.
ონის მუნიციპალიტეტის მერიამ, დაფინანსება ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა წარდგენილი საგრანტო განაცხადის საფუძველზე: „გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერება საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში, განსაკუთრებული აქცენტით ადმინისტრაციული გამყოფი საზღვრის მიმდებარე თემებზე”.
შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა და ვესელინ ვალკანოვმა ურთიერთთანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.