ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი სოფ. გლოლაში მოსახლეობას შეხვდა

29.02.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი სოფ. გლოლაში მოსახლეობას შეხვდა.
მერმა მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია სოფელში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა გადაჭრის გზებზეც აღნიშნულ შეხვედრაზე ერთობლივად მოხდა მსჯელობა.
სოფლის საჭიროების გათვალისწინებით და მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დახმარებას გაუწევს მათ სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში – განაცხადა შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრები მოსახლეობასთან ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია დაგეგმილი და პერმანენტულად გაგრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა