ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28.02.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე- ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე, ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების საკითხს დაეთმო და აღინიშნა, რომ უახლოეს დროში გაფორმდება ხელშეკრულებები მეწარმეებთან და ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად დაიწყება.
ასევე განხილული იქნა გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საჭირო შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკის ადგილზე მობილიზების, ასევე სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგების, გარე განათების მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
გიორგი ნოდარიშვილმა, წარმომადგენლებს, დაავალა პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული საჭიროებების შესახებ, ასევე მოუწოდა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და შპს “ონის სერვის ჯგუფი“-ს დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე, შპს ონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დირექტორი – ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის,პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ვასო მეტრეველი გარდაიცვალა

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა