ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

20.12.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.

20 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ 2023 წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა.

სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

ონის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2023 წლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელების ინფორმაციების მოსმენა 2024 წელს განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვის მდგომარეობის თაობაზე.

„ კოალიცია დამოუკიდებელი საქართველოსთვის“ ორგანიზებით განხორციელებული პროექტის „მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების განხილვა.

ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მომავალ წელს დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები , რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

შემაჯამებელ შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებმა შეაფასეს 2023 წლის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები, იმსჯელეს მომავალი წლის დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ონის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს