ონის მუნიციპალიტეტის მერი ჩეხეთის რესპუბლიკი კარიტასის წარმომადგენლებს შეხვდა

15.11.2023წ.

15 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკი კარიტასის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს ონის მუნიციპალიტეტის ჩამდინარე წყლებისა და წყალანირების სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შემუშავდა სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ეკოცენტრი სოსნა ერთობლივად ახორციელებენ.
დოკუმენტში ასახულია საქართველოში წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხედვა და შემოთავაზებულია წყალარინების სისტემის გამართვის გზები. აღნიშნული საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და გარემოს არ მიადგეს ზიანი ურბანულ ჩამდინარე წყლებში არსებული დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედებისაგან.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა