ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრები მოინახულა. მერი ადგილზე გაეცნო ჯგუფების სასწავლო გარემოს და აღსაზდელებს დამატებით გადასცა სასწავლო დიდაქტიკური მასალები და სათამაშოები

06.10.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ცენტრები მოინახულა.
მერი ადგილზე გაეცნო ჯგუფების სასწავლო გარემოს და აღსაზდელებს დამატებით გადასცა სასწავლო დიდაქტიკური მასალები და სათამაშოები.
საქართველოს კანონმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ განსაზღვრა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით.
ამ დროისთვის, აღნიშნული ცენტრები მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უწერაში, ჭიორაში, წედისსა და ჟაშქვაში გაიხსნა, 5-6 წლიანი ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, ადრეული და სკოლამდელი განათლება.
შეგახსენებთ, რომ სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საპილოტე რეჟიმში ონის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლამდელი განათლების მიწოდებას ალტერნატიული მოდელების ფორმით, თითოეული ბავშვისთვის განათლების უფლების უზრუნველსაყოფად.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა