10
28.06.2023წ.
27 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ტრენინგი თემაზე „შიდა განათების ინვენტარიზაცია“.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ აწარმოონ დამოუკიდებლად საბავშვო ბაღის შენობების აღრიცხვა, ელექტრო ენერგიის მოხმარების დაზოგვის რა გზები არსებობს.
აღნიშნული პროექტი „დაბალშემოსავლიანი ადგილობრივი თვითმმართველობები ენეგოეფექტიანობისკენ მიმავალ გზაზე“ ონის მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნული პროექტის მიზანია ონის მუნიციპალიტეტის გარე განათებისა და საბავშვო ბაღების შენობების მიერ ენერგიის დაზოგვის პოტენციალისა და ინვესტიციის საჭიროების იდენტიფიცირება.
ამასთან, ენერგოეფექტურობის პოლონელმა ექსპერტმა – მარიუშ ვოჟნიაკი პროექტის გუნდთან ერთად მოინახულა ონისა და სოფ. გლოლის საბავშვო ბაღები, რათა ადგილზე გაცნობოდა შენობების მდგომარეობას მათი შემდგომი შეფასებისთვის.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.