ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

by magda

29.03.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
ხელმძღვანელმა პირებმა, წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებულ ვითარების და პრობლემური საკითხების შესახებ, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებს დაავალა, თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციების წარმოდგენა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას. ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content