7
14.03.023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
14 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე დეტალურად მოისმინეს ინფორმაციები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2023 წელს განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობას, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი კულტურული და სპორტული პროექტების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
სამსახურების ხელმძღვანელებმა თავიანთი საკურატორო სფეროების მიხედვით წარმოადგინეს ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს “ონის სერვის ჯგუფის” დირექტორი – ნიკოლოზ მაისურაძე და შპს ონის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის დირექტორი – კახაბერ ჩიკვილაძე.