ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან და საკრებულოს წევრ როსტომ ლობჯანიძესთან ერთად, სოფელ ღების მცხოვრებლებს შეხვდა

09.12.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან და საკრებულოს წევრ როსტომ ლობჯანიძესთან ერთად, სოფელ ღების მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემური საკითხებისა და გამოწვევების შესახებ.
მოსახლეობამ ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადა იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თითოეული მოსახლის არსებული პირობები.
მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს პირადად შეხვდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე ისაუბრონ.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი პროცესის ეფექტურად მართვას.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რათა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს.
გაცნობებთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.