ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, თათბირი გამართა პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან

28.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, თათბირი გამართა პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე მერმა განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს და მის ხელმძღვანელ მანანა ჩაგელიშვილს მადლობა გადაუხადა მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს წარმატებით ორგანიზებისთვის.
სერგი ხიდეშელმა მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებული პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები და დავალებები მისცა.
შეხვედრაზე მერმა ასევე, განიხილა საახალწლო სამზადისის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები, რომ მუნიციპალიტეტი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს 2023 წელს და ქალაქში იგრძნობოდეს სადღესასწაულო განწყობა.
მერის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა გადაიხედოს თითოეული საკითხი, რომელიც წლის ბოლომდე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს, რომ მიმდინარე სამუშაო წელი, წარმატებულად დასრულდეს.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა