ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 26 ოქტომბერს შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკის “ოფთალმიჯის“ მაღალკავალიფციურმა ექიმმა სოფიო იმედაშვილმა სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია ონია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს

27.10.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 26 ოქტომბერს შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკის “ოფთალმიჯის“ მაღალკავალიფციურმა ექიმმა სოფიო იმედაშვილმა სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია ონია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს.
უფასო აქციის ფარგლებში, კონსულტაცია ეტაპობრივად ჩაუტარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ ჯამში 50-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო მაღალკვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, რომელთა შორის, თოთხმეტ პაციენტს დაუდგინდა ოპერაციული მკურნალობის დიაგნოზი.
შეგახსენებთ, რომ ოპერაციული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ დაავადების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია დროული და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ