ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ყოველკვირეული თათბირი გამართა

30.06.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ყოველკვირეული თათბირი გამართა.
მერმა, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და შეხვედრაზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის ივნისის თვეში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებს, მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.
ასევე, მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგსა და ხარისხის კონტროლზე გაამახვილა ყურადღება, სამსახურის უფროსების მიმართ შესაბამისი მითითებები გასცა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა