ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა ქალაქის ცენტრში არსებული ბეერ-შევას სახელობის სკვერში, მიმდინარე საჭიდაო დარბაზის მშენებლობა მოინახულა

27.05.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა ქალაქის ცენტრში არსებული ბეერ-შევას სახელობის სკვერში, მიმდინარე საჭიდაო დარბაზის მშენებლობა მოინახულა.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჭიდაობის დარბაზი, გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემის, წყლისა და წყალარინების სისტემის და სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებთ.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “მტმ” ასრულებს.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება – 1 436 221 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შენობაში, ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ ჭიდაობის სექცია განთავსდება, რომელშიც 70 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა