ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი მუნიციპალიტეტის სოციალურად, აქტიურ, წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა

15.03.2022წ.

15 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი მუნიციპალიტეტის სოციალურად, აქტიურ, წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც მიმდინარე წლის 16–20 თებერვალს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მერის ინიციატივით და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში „ქართული კულტურის დღეები -2022“, ღონისძიება ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“-ს მიერ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდობის წახალისება, მოტივაციის ამაღლება და საინტერესო, წარმატებულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ჩაგელიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოებრივი განვითარების აქცენტებით არის დატვირთული, პროექტების მიზანია მრავალფეროვანი და უნივერსალური ახალგაზრდული აქტივობებით, ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, რაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარმატების მისაღწევად ფასდაუდებელ გამოცდილებას შესძენთ.
შეხვედრაზე, პროექტში მონაწილე, წარმატებულმა მონაწილეებმა, მადლობა გადაუხადეს ონის მუნიციპალიტეტის მერს სერგი ხიდეშელს, ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. ახალგაზრდებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, რომლებიც ერევანში ყოფნის დროს განიცადეს, კულტურათა გაზიარების და სამომავლო გეგმების ფორმატში.
შეხვედრის დასასრულს, სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს აქტიური ახალგაზრდების ინიციატივებს, მუნიციპალიტეტის და რეგიონის საკეთილდღეოდ

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ