ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

22.12.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
22 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, მოადგილეებთან, გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მერმა წარმომადგენლებს ახალი თანამშრომლები, ქალაქ ონის და – კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულის წარმომადგენლები ერეკლე მეტრეველი და – გია მელაშვილი წარუდგინა და წარმატებები უსურვა მათ ახალ პოზიციაზე.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება სოფლებამდე და სოფლის შიდა გზების წმენდის მიმდინარეობას დაეთმო, ასევე საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭრის პროგრამების შესრულების საკითხს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარების მიზნით მერმა წარმომადგენლებს კონკრეტული მითითებები მისცა.
„ახალი 2022 წელი გასულ წლებთან შედარებით გაცილებით საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, ამ პროგრამით არჩეულ პროექტებს და შესაბამისად მათი შესრულების მიმდინარეობას, ამიტომ თითოეული წარმომადგენლისგან მაქსიმალური მონდომება იქნება საჭირო, რომ მომავალი წელი წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული გამოვიდეს“ – განაცხადა შეხვედრაზე სერგო ხიდეშელმა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში პროექტებზე დახარჯული თანხა მოხმარდება სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს, რომ შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას თემებში არსებული ყოფითი პრობლემები.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა