გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა

21.12.2021წ

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული საგრანტო პროგრამით, ამჯერად ონსა და სენაკში მცხოვრებმა 11 – მა ბენეფიციარმა შეძლო საკუთარი იდეის განხორციელება, რაც აღნიშნულ პირებს, სამომავლოდ, ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.
პროექტი -„ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა“ რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში 5 ივნისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა, ახალი ბიზნესის დასაწყებად ან უკვე არსებული საქმის გასაფართოებლად, გრანტის სახით, 2000 ევროს ღირებულების საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა.
გრანტის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, ბიზნეს იდეის შემუშავება და მინიმუმ 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა წარმოადგენდა.
პროექტის ხელმძღვანელისა და მასში ჩართული ექსპერტების განცხადებით, პანდემიამ ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა უარყოფითი გავლენა. აღნიშნული პროგრამა კი, საჯარო ინსტიტუციებს ხელს უწყობს მოქალაქეებზე ორიენტირებული სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში, რაც ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.

დავით ლობჟანიძემ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას!