ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01.09.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
1 სექტემბერს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა და ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, სერგო ხიდეშელმა, სამუშაო შეხვედრა გამართეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.
წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ , განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების საკითხს დაეთმო.
სერგო ხიდეშელის განცხადებით, თითოელ ადმინისტრაციულ ერთეულში ნებისმიერ პრობლემურ საკითხს უშუალოდ გაეცნობა და შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად დაისახება მათი დროულად მოგვარების გზები, მოხდება მიმდინარე პროექტების ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი, რომ თითოეული პროექტის შედეგი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მისაღები

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა