5
07.07.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
7 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილეებთან , სერგი ხიდეშელთან და ეკა მაისურაძესთან ერთად,, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების საკითხს დაეთმო და აღინიშნა, რომ უახლოეს დროში გაფორმდება ხელშეკრულებები მეწარმეებთან და ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად დაიწყება.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე