ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგო ხიდეშელმა საკრებულოს დეპუტატთან ვლადიმერ ბერელიძესთან და მერის რწმუნებულთან საკაოს თემში-დავით ბერელიძესთან ერთად საკაურას ხეობის სოფლები მოინახულა

17.06.2021წ

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგო ხიდეშელმა საკრებულოს დეპუტატთან ვლადიმერ ბერელიძესთან და მერის რწმუნებულთან საკაოს თემში-დავით ბერელიძესთან ერთად საკაურას ხეობის სოფლები მოინახულა.
სერგო ხიდეშელი ადგილზე გაეცნო სოფელ ხიდეშლებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს,ასევე დეტალურად გაიარა სოფლებში არსებული პრობლემური საკითხები.
ვიცე მერთან საუბრისას მოსახლეობამ დააყენა თითოეულ სოფელში არსებული პრიორიტეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაც მათი თქმით უმნიშვნელოვანესია,სოფლების მოსახლეობისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე,ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე.
სერგო ხიდეშელის თქმით მსგავსი სახის შეხვედრები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, როგორც საკაოს ასევე სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაკონტროლდება თითოეული პრობლემის მოგვარების პროცესი.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა