ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

by magda

14.05.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
14 მაისს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, მოადგილესთან ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად , სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ჯეი ემ კომპანი’, შპს „ონის სერვის ჯგუფი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , შპს „ ამსტექნიკსი“, შპს „ ევრო ტექნიკსი“, შპს „ რაჭა -2005, შპს „ კაპიტელი“, ასევე ამხანაგობა „ დელტამშენი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content