58
19.04.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩიკვაიძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორს კობა კობალაძეს შეხვდა , რომელიც 17 აპრილს რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და ადგილობრივი ვეტერანები.
შეხვედრაზე, სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ ვეტერანებს მიმდინარე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო , მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების და საჭიროებების შესახებ , ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა .
ვეტერანებისგან, დეტალურად მოისმინა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომლებიც მუნიციპალიტეტის ვეტერანების საზრუნავს წარმოადგენს; მან, ვეტერანებს, აღუთქვა, რომ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მათ დასახმარებლად.
შეხვედრაზე ასევე საუბარი,შეეხო ვეტერანთა ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებაში, მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას.
აღსანიშნავია, რომ 17 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ონის საავადმყოფოში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს.