ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილეებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბექა ოშხერელს და გენერალურ მდივანს ერმილე ჩიტალაძეს შეხვდნენ

15.04.2021წ.

15 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, მოადგილეებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბექა ოშხერელს და გენერალურ მდივანს ერმილე ჩიტალაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით ფეხბურთის სფეროში არსებულ პრობლემური საკითხებს.
ბექა ოშხერელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო სამომავლო გეგმები, მიზნები და პერსპექტივები,რომლებიც ფეხბურთის განვითარებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ონში იგეგმება ონის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბება, ასევე საბავშვო სპორტული ფესტივალის ჩატარება , რომელიც სპორტული ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს .

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა