ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, სოფელ გლოლაში იმყოფებოდა და ბოლო პერიოდში გახშირებული ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული წყალსადენის სისტემა მოინახულა

by magda

14.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, სოფელ გლოლაში იმყოფებოდა და ბოლო პერიოდში გახშირებული ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული წყალსადენის სისტემა მოინახულა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სოფლის რწმუნებულისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მიწისქვეშა წყალსადენი სისტემა დროულად იქნა ლოკალიზებული . ადგილზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამ დროისთვის წყალსადენის სისტემა აღდგენილია და სასმელი წყალი შუფერხებლად მიეწოდება საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ადგილობრივ მოსახლეობას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content