ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

12.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დასაწყისში მერმა მოადგილეებს და სამსახურის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა თავისუფლების 30-ე წლისთავის კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინებით UNDP-ის პროგრამის ფარგლებში ზვიად გამსახურდიას სახელობის ონის მთავარი ხიდის დეკორატიულად განათებისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმშღვანელს მანანა ჩაგელიშვილს, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-18 წლის ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურებისთვის საჭირო და აუცილებელი ალერგიული სინჯის ასაღებად დაგეგმილი მნიშვნელოვანი აქციის ორგანიზებისთვის .
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ- ეკომომიკურ მდგომარეობას. ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტულური საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content