ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

09.03.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
9 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს გააცნო, ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს , .აღნიშნული პროექტები მუნიციპალიტეტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ – ეკომომიკურ მდგომარეობას, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვა აქტულური საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო