ონის მუნიციპალიტეტის მერი- ემზარ საბანაძე პირადად ეწვია მურმან გობეჯიშვილს და მზის ბატარეის გადასაცემად.

მურმან გობეჯიშვილი ფართო საზოგადოებამ „მთის ამბების“მიერ გამოქვეყნებული სტატიის- “ 63 წელი უშუქოდ – მარტოკაცი ხურუთიდან“https://www.mtisambebi.ge/…/881-63-xeli-ushuqod-martokazi-x… გამოქვეყნების შემდეგ გაიცნო,თუმცა ონის მუნიციპალიტეტში ამ ადამიანს ყველა იცნობს,იგი სოფელ ხურუთიდან დაახლოებით სამ კილომეტრში ცხოვრობს და ერთადერთია ვინც თანასოფლელებთან ერთად ცენტრთან ახლოს ჩამოსახლებაზე უარი თქვა და ძველ ნამოსახლარზე დარჩა სადაც ჯერ კიდევ მისი წინაპრები ცხოვრობედნენ.
მთის ამბების სტატიაში აღნიშნული საკითხები ბატონმა მურმანმა ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა და აღნიშნა რომ მას ნამდვილად არ აქვს წყალი და ელ.ენერგია, რადგან სოფლიდან ამ სიშორეზე ფიზიკურად არც წყალი არ არის რომ გამოიყვანოს და არც ელ.ენერგიის წყაროს გაუკეთებენ მას, ერთდერთ მოსახლეს,რადგანაც ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული და კერძო კომპანია ერთი ადამიანისათვის ამხელა ხარჯს არ გაწევს. რაც შეეხება გზას,როგორც ბატონმა მურმანმა აღნიშნა,მიუხედავად იმისა რომ მთის ამბებში საპირისპიროდ დაიწერა,რაზეც ის უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამს, მისი განცხადებით იგი სახლამდე მისასვლელ გზას არ უჩივის და მეტიც, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, სოფლიდან სამი კილომეტრის დაშორებით და კიდევ უფრო შორსაც ტყეკაფისაკენ მიმავალ გზას სწორედ მისთვის წმენდს სეზონურად, მისი სახლი, კლდის ფერდობზე მდებარეობს და სოფლის შიდა გზიდან დაახლოებით ოცი მეტრითაა დაშორებული.
როგორც მურმანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მას დიდი ხანია დახმარების სათხოვნელად არავისთვის მიუმართავს. დაახლოებით ერთი თვის წინ სოფლის რწმუნებულმა მერიას მოხსენებითი ბარათით მიმართა ოსტატისათვის დახმარების გაწევის თაობაზე, რაც ელ.ბატარეების შეძენას გულისხმობდა, იანვრის ბოლოს გათვალისწინებული იყო მოსახლისათვის აღნიშნული ბატარეის შეძენა, თუმცა სტატიის შემდეგ გამოწვეული აჟიოტაჟის გამო მუნიციპალიტეტის მერიამ და ხელმძღვანელმა-ემზარ საბანაძემ გადაწყვეტილება მიიღო ბატონი მურმანისათვის გადაეცა მეორადი ბატარეები, რომელიც ელ.ენერგიის პრობლემას მაინც მოხუხნის მას.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს ემზარ საბანაძე მერიის წარმოამადგენლებთან ერთად პირადად ეწვია მურმან გობეჯიშვილს, მზის ბატარეის გადასაცემად, გაეცნო მის საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი დახმარება აღუთქვა მას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს