ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სასურსათო მაღაზიებში ფასებისა და სურსათის მარაგის მონიტორინგს აგრძელებს

28.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სასურსათო მაღაზიებში ფასებისა და სურსათის მარაგის მონიტორინგს აგრძელებს.

მონიტორინგის ფარგლებში ემზარ საბანაძე, მოხალისეებთან და მერის წარმომადგენელთან ქ.ონში ლევან შერაზადიშვილთან ერთად სასურსათო მაღაზიებში იმყოფებოდა, ვითარებას გაეცნო, პერსონალს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნო და მათი ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა. ასევე, ხალხმრავლობის პერიოდში რიგებისა და სოციალური დისტანციის დასაცავად მოხალისეების ჩართვა შესთავაზა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სურსათის მარაგის და ფასებთან დაკავშირებით სიტუაცია უცვლელია და ამ მხრივ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სასურსათო მაღზიების ნაწილს ჰიგიენის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მკაცრი გაფრთხილება და გონივრული ვადა მიეცა.

სასურსათო მაღაზიებში მომსახურების წესის, ჰიგიენის დაცვის, ფასებისა და სასურსათო მარაგის კონტროლის მიზნით მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა