ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა

24.03.2020წ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მედიკოსთა თქმით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არსებული სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება.

ემზარ საბანაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების და ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება თითოეული რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა და გათვალისწინება, მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც ქვეყანაში ვირუსის შიდაგადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

ონის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ფაქტის რეალური შეფასება, არსებული სიტუაციის გაცნობიერება, შესაბამისად ადეკვატური მიდგომა თითოეული მოქალაქის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების მიმართ, პირველი წარმატებული და გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ვირუსთან ბრძოლის საქმეში.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა