21
1 ივნისს, ბავშვათა დაცვის საერთშორისო დღეს, ონის მუნიციპალიტეტის-მერი ემზარ საბანაძე და მოადგილე-ლევან შერაზადიშვილი მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს და სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.
მერმა დამსწრე ახალგაზრდებს მიულოცა ბავშვთა დაცვის დღე და მადლობა გადაუხადა კარგი სწავლისა და მიღწეული წარმატებებისათვის. მადლობა გადაუხადა ასევე სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს დაუღლავი და ღირსეული სამსახურისთვის.
მერის განცხადებით ის ყოველთვის მხარს დაუჭერს თითოეულ პედაგოგსა და მათ აღსაზრდელებს ყველა სასიკეთო საქმეში და მისი, როგორც მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტის კარი მუდმივად ღია იქნება მათთან სათნამშრომლოდ.