2
02.07.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი სერგი ხიდეშელი, მერის წარმომადგენელთან ერთად სოფელ ირის მოსახლეობას შეხვდა ,გაეცნო სოფლის პრიორიტეტულ საკითხებს და მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.
სერგი ხიდეშელის განცხადებით სოფელ ირის მოსახლეობა განსაკუთრებულ მხარდაჭერას და ხელშეწყობას საჭიროებს, რისთვისაც ონის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს.