ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ,,რუსთავი” ვოკალური სოლო კონცერტი გაიმართა

07.10.2024წ.

დღეს ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ,,რუსთავი” ვოკალური სოლო კონცერტი გაიმართა.
ანსამბლი ახალი შემადგენლობითა და მრავალფეროვანი ქართული პროგრამით წარსდგა ონელი მაყურებლის წინაშე.
კონცერტი მსმენელის ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა.
ანსამბლის “რუსთავი” ვოკალურ სოლო საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს “რუსთავი”, ასევე ღონისძიებების მხარდამჭერს – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თბილი, საოცრად ემოციური და დაუვიწყარი საღამოსთვის.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა