ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალაქ სალონიკის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საქართველო“კონცერტი გაიმართა

23.06.;2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალაქ სალონიკის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „საქართველო“კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ონის და ამბროლაურის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა.
პროექტის მიზანია ანსამბლის წევრებისა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეების, რაჭის რეგიონში მცხოვრები თანატოლების გაცნობა-დამეგობრება, შემოქმედებისა და ემოციების ურთიერთგაზიარება; რაჭის რეგიონის ეთნოფორებთან შეხვედრა და მათგან ქართული უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლა.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს