ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში წმინდა ნინოს ხსენების დღისადმი მიძღნილი თემატური საღამო: ,,წმინდა ნინოს სახე ქართულ მწერლობაში” გაიმართა

27.01.2022წ.

2022 წლის 27 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში წმინდა ნინოს ხსენების დღისადმი მიძღნილი თემატური საღამო: ,,წმინდა ნინოს სახე ქართულ მწერლობაში” გაიმართა.
ღონისძიებაზე პოეტმა ანა ერისთავმა დამსწრე საზოგადოებას ნინოობა მიულოცა, ისაუბრა ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ.
ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, მოეწყო მცირე ვიდეოჩვენება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა