4
15/08/2026
ონის მუნიციპალიტეტის ბეერ-შევას სკვერის სპორტულ კომპლექსში ვეტერანი მოჭიდავის, ისრაელისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილისა და სპორტის ოსტატის, იაშა ხახიაშვილის სახელობის სამხარეო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.
ტურნირში ონის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სპორტსმენები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებას იაშა ხახიაშვილის ოჯახის წევრები ისრაელიდან, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირის მიზანია თავისუფალი ჭიდაობის პოპულარიზაცია, განვითარება და ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა მონაწილეს, გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას და მომავალ შეჯიბრებებშიც წარმატებებს უსურვებს!
